გაიდლაინი
გესტაციური დიაბეტის სკრინინგის ერთიანი პროტოკოლი
ყველა ორსულისთვის რეკომენდებულია 75 გ OGTT 24–28 კვირაზე; მაღალი რისკის ჯგუფში — დამატებით პირველ ვიზიტზე.
ენდოკრინოლოგიური სამუშაო ჯგუფი25 აპრილი, 20264 წთ კითხვა
პროტოკოლი აერთიანებს სკრინინგის, დიაგნოსტიკის, კვებითი და ფარმაკოლოგიური მართვის ეტაპებს ერთ დოკუმენტში.
დიაგნოსტიკური ზღვრები
გესტაციური დიაბეტის დიაგნოზი ისმება, თუ 75 გ OGTT-ზე ერთი ან მეტი მაჩვენებელი აღემატება: უზმოზე 5.1 მმოლ/ლ, 1 საათზე 10.0 მმოლ/ლ, 2 საათზე 8.5 მმოლ/ლ.
მკურნალობის პირველი რიგის საშუალებაა კვებითი და ფიზიკური აქტივობის კორექცია; ინსულინი ინიშნება, თუ ორ კვირაში სამიზნე მაჩვენებლები არ მიიღწევა.
